ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სუსტი ეკონომიკა გვაქვს, ათჯერ ნაკლებია განვითარებულ ქვეყნებზე

ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს. აი, რომ გაიგოთ რა მაქვს მხედველობაში - ათჯერ ნაკლებია ევროპულ განვითარებულ ქვეყნებზე, ათჯერ და უფრო მეტიც, ზოგი 15-ჯერაც გვისწრებს, ერთ სულ მოსახლეზე საერთო სასაქონლო წარმოება მაქვს [მხედველობაში], რაც უნივერსალურია შემოწმებისთვის, რომ შეადარო ქვეყნები ერთმანეთს. რა თქმა უნდა, სუსტი ეკონომიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, სუსტი ეკონომიკის პირობებში ვალუტა, რომელიც სწორად იქცევა, ლარი და ხელისუფლებაც როგორ სწორადაც არ უნდა მოიქცეს, ნებისმიერი გარე მოვლენები იოლად ახდენენ ზემოქმედებას. ეს ნებისმიერ გარე მოვლენა არის საკმაოდ მძიმე, ახლა რაც ხდება. მძიმე აღარ ვთქვათ, მძაფრი, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და ლარის ირგვლივ ზოგადად. რა ხდება დოლართან ევროს მიმართებაში, დოლარის გამყარება ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში, მერე ჩვენს რეგიონში, მერე რუსეთშიც ვყიდდით, უკრაინაშიც ვყიდდით და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ვყიდდით. იცით, რომ ექსპორტი შემცირდა, შემცირდა თანხა შემოსული, შემცირდა შემოსული თანხა, რომელსაც გადმორიცხვების სახით აკეთებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რამეთუ მათ გაუჭირდათ იქ, სადაც იყვნენ და სადაც გამოიმუშავებდნენ ამ თანხებს.

განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან

კომენტარები