დანიაში სიტყვის თავისუფლების შესახებ დისკუსიაზე შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და პოლიციის 3 თანამშრომელი დაჭრა. დისკუსიას ესწრებოდა კარიკატურისტი, რომელსაც წინასწარმეტყველი მუჰამედი ჰყავდა დახატული, რის შემდეგაც მას მრავალი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ. ის არ დაშავებულა. როგორც ცნობილია, დისკუსიას დანიაში საფრანგეთის ელჩიც ესწრებოდა. პოლიციელებს დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მკვლელმა 40-ჯერ გაისროლა.
ტერაქტი დანიაში