უკრაინის კრიზისი

პოროშენკო: თუ მშვიდობა არ დამყარდება, საომარი მდგომარეობა გამოცხადდება

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მინსკის შეთანხმება არ შესრულდა, მთელ ქვეყანაში სამშვიდობო მდგომარეობა გამოცხადდება. 

"ჯერ კიდევ მინსკის შეთანხმებამდე გავაფრთხილე მინისტრთა კაბინეტი, რომ მშვიდობის დარღვევის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება გახდებოდა საჭირო. ამ შეთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება არა მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში, არამედ მთელ ქვეყანაში. თუ არ იქნება მშვიდობა, დაუყოვნებლივ შევიტან უმაღლეს რადაში კანონის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც უფრო ეფექტური მობილიზაციის, კონცენტრირებისა და გაერთიანების საშუალებას მოგვცემს" - განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 15 თებერვლის 01:00 საათიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, აღმოიფხვრება ყოველგვარი პროვოკაცია. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს კი ეუთო-ს დამკვირვებლები გააკონტროლებენ.

კომენტარები