ფოკუსი

13 თებერვალი,2015

- თბილისის საქალაქო სასამრთლომ მერიის ზედმახედველობის სამსახურის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.ჯოკია ბოდოკია 2 დღის წინ დააკავეს. წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს გაიმართება.

- ანტიკორუფციული სააგენტოს მტკიცებით, ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადენელს სასტუმროს მშელებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევისთვისთვის 180 000 დოლარი მოსთხოვა. ბოდოკიამ თანხის ნაწილი, 50 ათასი დოლარი ქრთამის სახით წინასწარ აიღო. დააკვებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

- საპარლამენტო უმცირესობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ - ისინი ამბობენ, რომ ჯანელიძე თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებთან საკონტაქტო პერსონა იყო. მას ადანაშაულებენ ნატო-ში ინტეგრაციის შეფერხებაშიც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამ მოთხოვნას ერთი დღის წინსწრებით უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა. გუშინ მთავრობის სხდომაზე მან მინდია ჯანელიძის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე ისაუბრა.

- დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - საპარლამენტო უმრავლესობის 18 დეპუტატი დავით საგანელიძეს არაკოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს. უმრავლესობის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ, რადგან სწორედ საგანელიძე იყო პრეზიდენტთან ამ საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენელი. დავა გამოიწვია საკითხმა, შეიძლება თუ არა კანდიდატი იყოს პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებული.
დავით საგანელიძემ ქუცნაშვილს ამბიციურობაც დაუწუნა და სისულეების ლაპარაკი დასდო ბრალად. სწორედ ამ დავასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა.

- საქსტატმა დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გაავრცელა. იანვრის თვეში ექსპორტმა $156 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით $68 მილიონით ანუ 31%-ით ნაკლებია. ყოველთვიური ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც 2013 და არც 2014 წელს არ დაფიქსირებულა.
ექსპორტის შემცირებასთან დაკავშირებით დღესვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტის შემცირება საგარეო მიზიზებით იყო განპირობებული.

- მინსკის მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ბრუსელში გაემგზავრნენ , ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდნენ - ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი აღარ განიხილეს თუმცა განმარტეს, რომ მინსკის შეთანხმების დარღვევა სანქციების მორიგ ტალღას გამოიწვევს. თავის მხრივ მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთი საერთოდ არაა კონფლიქტის მხარეს, ის უბრალოდ შუამავალია.

- უცხოელებს სასოფლო დანიშნულების მიწის შესაძენად ან საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახება, ან კომლში შესვლა მოუწევთ - ეს იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივაა. მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო, მთავრობამ ისეთი ნორმის ძიება დაიწყო, რომელიც კონსტიტუციასაც და მათ სურვილსაც ერთდროულად დააკმაყოფილებს.

კომენტარები