უკრაინის კრიზისი

პეტრო პოროშენკო: მინსკის შეთანხმება საფრთხეშია

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკში მიღწეული შეთანხმება საფრთხეშია. მისივე თქმით, მინსკის შეთანხმების შემდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები საგრძნობლად გაიზარდა.

"იგივე მოხდა გორნიაკში - მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ სოფელში, რომელიც საკმაოდ შორსაა ცხელი წერტილიდან. ეს სოფელი რუსული სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს.უკვე დადასტურდა, რომ ზალპური რეაქტიული სისტემა გრად-ის შედეგად 3 მოქალაქე დაიღუპა - 7 წლის გოგონა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრით დაშორებით ცხოვრობდა, ასევე ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. ეს არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებზე თავდასხმაა, არამედ შეტევაა თავად მინსკის შეთანხმების შედეგებზე. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მინსკის შემდეგ რუსეთის ძალადობრივი ოპერაციები საგრძნობლად გაძლიერდა. ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ მინსკის შეთანხმება დიდ საფრთხეშია" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მინსკის შეთანხმების მიხედვით აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობა 15 თებერვალს, კვირას უნდა ამოქმედდეს. პოროშენკოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ამ დროისთვის ცეცხლი არ შეწყდება, მაშინ უკრაინა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს.

კომენტარები