ლევან ვასაძე

ვასაძე: ოჯახური ძალადობა ოჯახის შესასუსტებლად შემოგდებული თემაა

ოჯახური ძალადობა იყო ტრაგედია ყოველთვის, მგრამ მისი ასეთი ჰიპერტროფირებული წამოწევა და წინა პლანზე დაყენება არის შემოგდებული თემა... რომ დასუსტდეს ოჯახი. როდესაც საზოგადოება ისე გამოშტერდება თქვენი სერიალების და თოქშოუების ყურებით, რომ ქალს ხელს დაარტყამს და ბავშვს ხელს დაარტყამს, იმას მერე იურისტები და  600-ლარიანი სოცმუშაკები ვეღარ უშველიან... ოჯახური ძალადობის თემატიკის პედალირება არასამთავრობოებისა და მედიის მიერ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გააძლიერონ ფაშისტური იუვენალური იუსტიცია და სოცსამსახურის როლი და დაასუსტონ ოჯახები. რა თქმა უნდა, როცა ოჯახური ძალადობა ხდება, მაგრამ მისი პედალირება და პროპაგანდის როლში აყვანა და ამის შედეგად სოცმუშაკების როლის გაძლიერება არის ძალიან ცბიერი საერთაშორისო პროგრამის ნაწილი.

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ოჯახური ძალადობის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში

კომენტარები