ლევან ვასაძე

ვასაძე: ევროპაში საზღვრების გადაკეთება ამერიკელებმა დაიწყეს

...რუსეთში იციან, რომ როდესაც ჩავდივარ, საფრთხეში ვიგდებ თავს, იმიტომ, რომ რუსებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ძალიან გვიყვარს თქვენი კულტურა, ისტორია, მაგრამ არ არსებობს, რომ ჩვენ შეგარჩინოთ ოდესმე ჩვენი ქვეყნის გახლეჩა. მაგრამ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გახლიჩეს სერბეთი. მათ დაიწყეს ევროპაში საზღვრების გადაკეთება. კოსოვო რომ არ ეღიარებინათ ამერიკელებს, გარწმუნებთ, რომ რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს არ ამართლებს რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების ცალკე ქვეყნებად აღიარებას, მაგრამ ეს ხსნის იმას, რაც მოხდა...

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები