მინდია ჯანელიძის ინტერვიუ

ჯანელიძე: თავდაცვის უწყების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს

ტაბულა

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში თავდაცვის უწყების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მიზანმიმართულად ცილისმწამებლურად ესხმიან თავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ჯანელიძემ ყველა დაინტერესებულ პირს მრგვალი მაგიდის ფორმატისკენ მოუწოდა და ღნიშნა, რომ დაპირისპირების ეს ფორმა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს ვნებს.

"ბოლო დღეების მანძილზე მიმდიანრეობს აქტიური ცილისმწამებლური კამპანია თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, გამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ძალა და რამდენიმე ექსპერტი, რომლებიც ღიად ერთმანთს უპირისპირდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვოდ სინქრონულად მოქმედებენ თავდაცვის უწების წინააღმდეგ. ჯარი არის დეპოლიტიზირებული და მისი პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის ნაბიჯი უკან ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში. სავარაუდოდ ამ ძალებს აშფოთებთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში და მე მინდა მოგახსენოთ, რომ პროცესები მხოლოდ ოპტიმიზაციის კუთხით მიმდინარეობს, მათ შორის ორგანიზაციული ოპტიმიზაციის კუთხით, საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს ეფექტურობისკენ მიმართული. ამ ძალებს მინდა ვურჩიო, რომ მათ მღელვარების საფუძფველი არ აქვთ, ჩვენ ღია ვართ მათთვის, შეგვიძლია მრგვალ მაგიდასთან დავსხდეთ, მოსაზრებები გავცვალოთ. ასეთ რეჟიმში თავდასხმა მიუღებელია და პირველ რიგში ჯარისთვის. აქ ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე არ არის საუბრაი, რამდენადაც ჯარზე და ჯარის დეპოლიტიზაციაზე. ყველა კთხვაზე პასუხი გავქვს, არა ამ ფორმით, არა თავასხმების ფორმით, არა შეკვეთილი სტატიების ფორმით" - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა თავის ინტერვიუში ჯარის კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

"ჯარის კვება ეს კომპლექსური საკითხია, საკმაოდ რთული საკითხია. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში ეს არის კვებითი მომსახურეობა, მეორე ეს არის სასადილოების ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და მესამე არის წყალი, რომელიც უდა იყოს ხარისხიანი, რათა თავის მხრივ ამან არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. მოხდა ქართული კვების კომპანიის რებრენდინგი, იქ მენეჯმნეტი შეიცვალა, იქ მიდგომები შეიცვალა, კვების ხარისხი გაუმჯობესდა. ზოგადად, პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდა, მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდა, ასევე დიდი ყურადრება ეთმობა საკვები პროდუქტების გადატანის და მომზადების პროცესს" - განმარტა მინისტრმა. 

ჯანელიძემ უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით სამინისტროში საგანგაშო არაფერი ხდება. მისი განმარტებით, საკადრო პოლიტიკის განხორციელებისას აქცენტი პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე კეთდება.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დეპუტატების წინაშე წარდგენის მზადყოფნა გამთქვა და აღნიშნა, რომ ის ვალდებულიცაა პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

კომენტარები