ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში $500 მილიონი ჩავდეთ

facebook.com/GaribashviliOfficial

გერმანული გამოცემის Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განმარტებით, გასულ წელს ეკონომიკს 5 %-ით გაიზარდა, ხელისუფლებამ კი სოფლის მეურნეობის სექტორში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცის ჩადო. მისივე თქმით, ჩინეთი აბრეშუმის გზის აღდგენითაა დაინტერესებული. 

"გასულ წელს ჩვენი ეკონომიკა 5%–ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად ჩვენ რამდენიმე პროგრამა დავიწყეთ და 2 წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. უფრო და უფრო მეტი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიით. ჩვენი ადგილმდებარეობა განსაკუთრებით ხელსაყრელია ლოჯისტიკის სფეროს განვითარებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ ღრმა პორტის აშენებას ანაკლიაში. ჩინეთს სურს აბრეშუმის გზის აღდგენა. ამ ვითარებაში, საქართველო ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი გზის ნაწილი იქნება" - განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით ქართველი ბიზნესმენებისთვისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. 

"ჩვენ ევროპულ ბაზარზე შევალთ. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან. საერთო ჯამში 900 მილიონიანი ბაზარი ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები