ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა "თითო რაიონი, თითო პროდუქტი", როგორც მინიმუმ

Reuters

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში, 19 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა აგრარულ სექტორში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა აგრარული დარგის განადგურებისთვის, რათა გლეხი ყოფილიყო გაღატაკებული. პრემიერის თქმით, დღესდღეობით, აგრარულ სექტორში არის უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რისი გამოსწორებისთვისაც მუშაობს ის და მისი გუნდი. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა და არის უამრავი სფერო, რომელიც საჭიროებს დახმარებას. მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს სფეროები პრაქტიკულად განადგურდა და გლეხი დარჩა მშიერი. 

პრემიერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის 85% არის იმპორტირებული, რაც მისივე თქმით არის კატასტროფა. 

ღარიბაშვილმა ისაუბრა საკუთარ ინიციატივაზე "თითო რაიონი, თითო პროდუქტი" რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მდგომარეობს იმაში, რომ ყველა რაიონში მინიმუმ ერთი საწარმო მაინც გაიხსნას, რაც გამოაცოცხლებს რეგიონს და გააჯანსაღებს ეკონომიკურ გარემოს.

მან ასევე ისაუბრა პროგრამაზე, რომელზეც, მისივე თქმით, ახლა მუშაობენ, სახელად "აწარმოე ქართული", რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების სამოქმედო გეგმაა. პრემიერის აზრით, მათ ხელი უნდა შეუწყონ რეგიონებში ისტორიული წარმოებების აღდგენას და ახალი წარმოებების დანერგვას.

კომენტარები