- რას შედეგს მოიტანს მინსკის შეთანხმება - მთელს მსოფლიოში ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მთავარი კითხვა - შეასრულებს თუ არა პუტინი დადებულ პირობას, უპასუხოდ რჩება - ხომ არ იქცევა 16 საათიან მოლაპარაკებები მიუნხენის შეთანხმების ანალოგიად. 1938 წელს დასავლეთმა ჰიტლერის სიტყვის დაიჯერა ან უბრალოდ თავი მოიტყუა.
- მინსკის მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის წევრებმაც შეაფასეს. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თვლის, რომ „ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებები შესაძლოა იყოს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ბოლო შანსი იყოს, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეთანხმების მიღწევა, არამედ მისი შესრულებაც არის, რადგან საქართველოს ამის ნეგატიური პრაქტიკა აქვს.
- უკრაინაში კი ბრძოლები გრძელდება - უკრაინულმა ძალებმა სოფელი ლოგვინოვო გაათავისუფლეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, დებალცევოს ალყაში მოქცევის მიზნით სეპარატისტებმა დაიკავეს. ამის შესახებ ბატალიონ დონბასის ყოფილმა მეთაურმა, დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ განაცხადა. მარიუპოლის მიმართულებით ბატალიონმა აზოვმა, რომელმაც წინა დღეებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლა, სეპარატისტების რამდენიმე კონტრშეტევა მოიგერია. ტერორისტების არტილერია დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. ბატალიონი აზოვი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
- საქართველოს პრემიერი ოპოზიციური პარტიების ანტისახელწმიფოებრივ ზრახვებზე კიდევ ერთხელ საუბრობს - ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ასეთად სამართალდამცავი ორგანოებისა და თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას მოაზრებს. ამ სტრუქტურებზე მიზანმიმართულ შეტევაში პრემიერი ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებს ადანაშაულებს. მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს თავად ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძეც. მთავრობას ეთანხმებიან უმრავლესობის დეპუტატები. ანტისახელწიფოებრივ საქმიანობაში დადანაშაულებული პოლიტიკოსები კი პრემიერის მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობებზე საუბრობენ.
- მას შემდეგ რაც ეკონომიკის სამინისტრომ აგრარულ უნივერსიტეტთან პირველი ინსტანციის სასამართლო წააგო, მათ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს - დღეს სწორედ ეს სასამართლო სხდომა გაიმართა. მერე ინტანციის სასამართლომ ეკონომიკის სამინიტროს მტკიცებულება აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო.
- თბილისის მერიაში ქრთამის აღების ფაქტის გამოვლენის შემდეგ დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკი და ახლა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია წუხელ დააკავეს - მას გამოძიება ქრთამის სახით 180 ათასი დოლარის მოთხოვნასა და 50 ათასის წინასწარ აღებას ედავება. პრემიერი ამაყობს საკუთარი მთავრობით, რომელმაც, მისივე სიტყვებით, „მიაღწია იმას, რომ საქართველო ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა", ოპონენტები კი შევარდნაძის დროში დაბრუნებაზე საუბრობენ. მერიის ყოფილ თანამშრომლებს იმაზეც აქვთ ეჭვი, რომ ჯოკია ბოდოკია მარტო არ მოქმედებდა




