კრიზისი უკრაინაში

მინსკის მოლაპარაკების პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები გრძელდება

twitter.com/euromaidan

სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მარიუპოლის მახლობლად უკრაინული ბატალიონი აზოვი სეპარატისტების პოზიციებს უტევს. სამხედროების განცხადებით, მათ წინააღმდეგ სეპარატისტები ტანკებსა და არტილერიას იყენებენ, თუმცა მოწინააღმდეგის კონტრშეტევები მოგერიებულია. სამხედროებმა ბოლო ორ დღეში მარიუპოლის აღმოსავლეთით 7-10 კილომეტრით წინ წაიწიეს.

დებალცევოს პლაცდარმზე კი, უკრაინულმა ძალებმა დილიდან წამოიწყეს ახალი შეტევა სოფელ ლოგვინოვოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, დებალცევოს ალყაში მოქცევის მიზნით სეპარატისტებმა დაიკავეს. პარალელურად, სეპარატისტები დებალცევოში განლაგებულ უკრაინელ სამხედროებს უტევენ. 

კომენტარები