კრიზისი უკრაინაში

ბაქრაძე: შედეგები, რომელიც მინსკში მიიღწევა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც

http://greece.mfa.gov.ge/

ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მინსკში მიმდინარე მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

"ზოგადად, რუსეთის ანექსიური პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანასთან გამოხატული სამხედრო მოქმედებებით. ეს არის გამოხატული იმ ოკუპაციურ პოლიტიკაში, რომელიც არის ეკონომიკურ პოლიტიკასა და სამხედრო პოლიტიკაში. შესაბამისად, ერთიან კონტექსტში მიმდინარე პროცესია და მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც", - განაცხადა ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

12 საათზე მეტია, მინსკში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი უკრაინის კრიზისის გადაწყვეტას ცდილობენ.  

კომენტარები