უკრაინის კრიზისი

პუტინი, მერკელი, ოლანდი და პოროშენკო სამშვიდობო გეგმას მინსკში განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინი დღეს მინსკში ჩავა, სადაც უკრაინის კრიზისის თაობაზე ე. წ. ნორმანდიის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკება გაიმართება. სამიტში უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე გერმანის კანცლერი მიიღებენ მონაწილეობას. ჯერ კიდევ დღეს დილით დაზუსტებით არ იყო ცნობილი, შედგება თუ არა დაგეგმილი მოლაპარაკებები.

მინსკში ლიდერები ახალი სამშვიდობო გეგმის დეტალებს განიხილავენ. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებთ, კიევი ყველა შესაძლო ვარიანტს ითვალისწინებს და მინსკის მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს.

კომენტარები