ცხინვალი

ცხინვალის რეჟიმმა ოთხი დაკავებული ქართველი გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ოთხი დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი 22 იანვარს, სოფელ დისევთან “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს. როგორც ტაბულას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა აცნობა, დაკავებულთა გათავისუფლება უპირობოდ მოხდა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, მოლაპარაკებების შედეგად, ცხინვალში დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მყოფ 13 დაკავებულზე გაიცვალა.

ამავე დროს, შოთა უტიაშვილის თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ანალოგიური ბრალდებებით წინა წლებში დაკავებული კიდევ ოთხი მოქალაქე რჩება. მათი გათავისუფლების პერსპექტივა კი ჯერჯერობით არ ჩანს.

 

კომენტარები