ზურაბ ჟვანიას საქმე

ლევან ჩაჩუას დღეს დაკითხავენ

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

სამედიცინო ექსპერტს ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პირველად დაკითხავენ. იგი აქამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა. ბრალდებული როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს. მისი ადვოკატის თქმით, ამ ჩვენებით ლევან ჩაჩუას უდანაშაულობა დადასტურდება.

სამედიცინო ექსპერტი ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს და რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

კომენტარები