შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ მარიხუანის მოხმარებისთვის ექვსი მაშველ-მეხანძრე სამსახურიდან დაითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი მაშველ-მეხანძრე პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის, კერძოდ, მარიხუანის მოხმარებისთვის სამსახურიდან დაითხოვა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

"ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" მოხმარების ფაქტზე გამოვლენილ იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები. აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა", - აცხადებს შსს.                                                                                

კომენტარები