ფოკუსი

9 თებერვალი, 2015

- სასამართლომ გიორგი სოსანაშვილს აღმკვეთ ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა. იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი თავს დამნაშავედ კვლავ არ მიიჩნევს - მისი ადვოკატი დღეს პროკურატურაში იყო, მას საქმის მასალები გადასცეს. ბრალდებულის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება სურს.
- პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღი ცნობილია- როგორც ირკვევა, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 18 მარტს წარსდგება. თავის დროზე, პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც წესით თებერვლის პირველ სასესიო კვირაში უნდა გამართულიყო, სხვა მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხების არსებობის მიზეზით გადაიდო. ის, რაზეც გასულ კვირებში დეპუტატებს აზრთა სხვადასხვაობა ქონდათ, კვლავ უცნობი რჩება - არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები. უცნობია ისიც, იქნებიან თუ არა 18 მარტს სხდომათა დარბაზში საქართველოს მთავრობის წევრები.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელების ვადა ამოიწურა. დღეს საკუთარი კანდიდატი დაასახელეს ლეიბორისტულმა პარტიამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ახალგაზრდა ადვოკატებმა. საპარლამენტო პარტიებიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებს ყავთ. უახლოეს დღეებში პრეზიდენტი საზოგადოებისთვის კანდიდატების სრული სიის წარდგენას აპირებს, შემდეგ კი, შესარჩევად, გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, კლვავ კონსულტაციები გამართოს.
- არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავენ. დღეს საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა, სადაც ამ საკითხებზე იმსჯელეს. ენჯეოები სხვა ცვლილებების გარდა, მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლასაც ითხოვენ - ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი პროკურორს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს.

კომენტარები