ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ბეჟან თოდუა დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2015 წლის 7 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები