მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია

ბაიდენი: პუტინი ან წავა უკრაინიდან ან წააწყდება უარეს ეკონომიკურ პრობლემებს

huffingtonpost.com

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პუტინს მოუწოდა სიტყვის ნაცვლად საქმით აჩვენოს, რომ კონფლიქტის მოგვარება სურს. ბაიდენის განცხადებით, რუსეთი პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"სამწუხაროდ პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთთან თანამშრომლობის ნაცვლად სხვა გზა აირჩია, ის არ ცემს პატივს მეზობელი ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინის არჩევანია, რომ მსოფლიო დღეს სხვანაირია და არა ისეთი, როგორც ექვსი ან ორი წლის წინ იყო. კანცლერი მერკელი და პრეზიდენტი ოლანდი იყვნენ კიევსა და მოსკოვში, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა მოეძებნათ.

მათ თქვეს, რომ ხალხის გადასარჩენად ცდა ღირდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთის ქმედებებით და არა ხელმოწერილი ქაღალდებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ პრეზიდენტ პუტინს, ნუ გვეუბნებით, საქმით დაგვიმტკიცეთ. ხშირად ბატონი პუტინი მშვიდობას გვპირდება და ტანკებით, ჯარითა და იარაღით მოდის.

რუსეთს არ აქვს უფლება აკეთოს ის, რასაც უკრაინაში აკეთებს. პუტინმა უნდა გააკეთოს უმარტივესი არჩევანი, ან წავიდეს უკრაინაში, ან აღმოჩნდეს უარეს მდგომარეობაში და წააწყდეს უარეს ეკონომიკურ პრობლემებს სახლში", - განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები