ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 5 თებერვალი

facebook.com/ato.news

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, დღის განმავლობაში გრძელდებოდა სროლა უკრაინული პოზიციების მისამართით მთელი გამყოფი ხაზის გასწვრივ. განსაკუთრებული ძალისხმევის კონცენტრაცია ტერორისტებმა დებალცევოს მიმართღულებით მოახდინეს, სადაც ცეცხლის გახსნის 50–ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ქალაქში განადგურებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ და მტერს დიდ დანაკარგებს აყენებენ.

მაიუპოლის მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით სეპარატისტები, სატელეფონო ზარების მეშვეობით, ავრცელებდნენ ხმებს 5–6 თებერვალს მოსალოდნელი მასირებული დაბომბვის შესახებ.
ღამით სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი 21–ჯერ გაუსხნეს. დებალცევოს მახლობლად, ჩერნუხინოსა და მიუსთან, ტერორისტებმა უკრაინული პოზიციების შტურმი ორჯერ სცადეს. შეტევები წარმატებით მოგერიებულია. ოპერაციის შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ 190 ადამიანი და 7 ერთეული ტექნიკა დაკარგა.

სოციალურ ქსელებში უკრაინელი სამხედროების მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელზეც უკრაინულ პოზიცებთან განადგურებული რამდენიმე ერთეული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა არის დაფიქსირებული.

ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" მონაცემებით, სეპარატისტებს საარტილერიო ჭურვების დეფიციტი შეექმნათ, მარაგის შევსებას კი რუსეთიდან დროულად ვერ ახერხებენ, რაც ბოლო დღეებში ფრონტზე ცეცხლის ინტენსიურობის შემცირების მიზეზი გახდა. ბოლო დღეების განმავლობში სადგურ ილოვაისკში დღე–ღამეში რუსეთიდან შემოსული საბრძოლო მასალებით დატვირთული ორ–ორი ეშელონი იცლება, შემდეგ კი სეპარატისტთა პოზიციებზე ნაწილდება.

ჟურნალისტმა და სამხედრო მიმომხილველმა იური ბუტუსოვმა დებალცევოსთან მიმდინარე ბრძოლის ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთის „ზამთრის შეტევა" მთელ ფრონტზე წარმატებით მოგერიებულია. მაგრამ მოწინააღმდეგე გადაჯგუფებას ახორციელებს და ლოკალურ შეტევებს განაგრძობს, რუსული არტილერიის მძლავრი მხარდაჭერით, რომელიც ძირითად დამაზიაენებელ ფაქტორად იქცა.

ბუტუსოვის აზრით, მდგომარეობა დებალცევოს პლაცდარმზე, რომელიც ღრმად არის შეჭრილი მტრის პოზიციებში, ძალაინ რთულია და მთვარსარდლის, გენერალუღი შტაბისა და ოპერაციის სარდლობის დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

იგი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დებალცევიოს პლაცდარმის შენარჩუნება არამომგებიანია, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. გადაწყვეტილება უკრიანის სარდლობამ უნდა მიიღოს, საკუთარი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან განომდინარე, – წერს ბუტუსოვი.

კომენტარები