ზურაბ ჟვანიას საქმე

რატიანი: მთავრობა ზურაბ ჟვანიას საქმეს პოლიტიკური მიზნებით იყენებს

news.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, "მთავრობა ზურაბ ჟვანიას საქმეს პოლიტიკური მიზნებით იყენებს და ძირითადად წინასაარჩევნოდ გააქტიურდებიან ხოლმე ან მაშინ, როდესაც თავად კრიზისში გრძნობენ თავს". რატიანის თქმით, სინამდვილეში საქმის გამოძიება არ ხდება.
 
"ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ მათ, რომ უნდა გამოიძიონ ეს საქმე და თქვან სიმართლე, რაც იციან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვეების განმავლობაში უსამართლოდ ჰყავდათ ადამიანი დაკავებული. ეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომელსაც აწარმოებს დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა რატიანმა.
 
ცნობისთვის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს ყოფილი პრემიერისდაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის თანამშრომელი კობა ხარშილაძე და სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ შეფარდებული, რის შემდეგაც, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებულებს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

კომენტარები