კრიმინალი

არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამტრედიაში მამაკაცი დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი 14 წლის გოგონაზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა და აიძულებდა, სიმართლე არ ეთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ძალადობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.

კომენტარები