ლუკა კურტანიძე

შესაძლოა, ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდეს

ლუკა კურტანიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი შეიძლება გახდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა, მისი ადგილომანცვლე პარტია ქართული ოცნების წევრი უნდა გახდეს, შესაბმისი სიის მიხედვით კი ეს ლუკა კურტანიძეა.

პარლამენტში ლუკა კურტანიძის შესაძლო შესვლას ჯერჯერობით არ ადასტურებენ პარტია ქართულ ოცნებაში. კომენტარი არ გაუკეთებია არც თავად ლუკა კურტანიძეს.

პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი იყო და პარლამენტში ირიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილის თანამდებობას იკავებდა. ასევე იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

კომენტარები