ფოკუსი

29 იანვარი, 2015

- საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - ამჯერად პრემიერმა ასე იმ ვიდეომასალის გავრცელება შეაფასა, სადაც პატრულს შეურაცხყოფას აყენებენ. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მათი გავრცელების მიზანი სამართალდამცავთა დისკრედიტაციაა. ვიდეომასალების მოპოვების, დამონტაჟებისა და გავრცელების მოდურად ქცევაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.
- ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებენ არასამთავრობო სექტორში - სწორედ ეს ორგანიზაციები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა გუშინ იმედზე გასულ ინტერვიუში. ყოფილი პრემიერი საზოგადოებას კონკრეტული ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების შესახებ კვლევის ჩატარებას დაპირდა.
- 1 დოლარი 2 ლარი და ნახევარი თეთრი ღირს - ამრიგად, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა გრძელდება, საქართველოს პრემიერი კი „არც თუ დალხენილ წელიწადს" პროგნოზირებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამიერიდან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენას ყოველთვიურად მოითხოვს. უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი - მისი შეფასებით, ლართან მიმართებაში „კარგის მეტი არაფერი ხდება" და მისი გაუფასურება საზოგადოებას არანაირ ტვირთად არ აწევს.
- ირაკლი ღარიბაშვილი ვადაუდობს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედი შუამავალი კომპანიები კონკურენციის შესახებ კანონს არღვევენ და ამის გამო საქართველოში ნავთობზე ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ იკლებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის საერთაშორისო ბარომეტრის მიხედვით, ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასი არ არის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი.

კომენტარები