საქართველო-თურქეთი

თურქული მხარე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს განაახლებს

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟოს მინისტრმა ნურეთინ ჯანიქლიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თურქული მხარე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის სრულ განახლებას გეგმავს. ჩანილიკის თქმით, ცვლილებების შემდეგ თურქულ მხარეს საბაჟოსთან წარმოქმნილი რიგები შემცირდება. 

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საშუალება არსებობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მგზავრთა ნაკადების ეფექტურ მართვას, ტურიზმის ხელშეწყობასა და სატრანსპორტო ნაკადის გაზრდის პერსპექტივებს. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. სარკინიგზო მაგისტრალი 2015 წლის ბოლოს გაიხსნება.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2014 წელს საქართველოს იმპორტის 20% სწორედ თურქეთზე მოდიოდა.

საინტერესოა, რომ 2014 წელს საქართველოში შემოსულ თურქ ვიზიტორთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა. 

კომენტარები