რუსეთი ევროსაბჭოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება არ აღუდგინა

netgazeti.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება არ აღუდგინა. რამდენიმე თვის მანძილზე კვლავ ძალაში იქნება ყველა სანქცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო დაეკისრა. რუსეთს არ ექნება უფლება, წარმოდგენილი იყოს ასამბლეის ბიუროში, საპრეზიდენტო და მუდმივმოქმედ კომიტეტებში.

საპასუხოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად რუსეთი ერთი წლით ტოვებს საპარლამენტო ასამბლეას.

საკითხის განხილვას ასამბლეა აპრილში დაუბრუნდება და გადაწყვეტს, აღუდგინოს თუ არა უფლებები რუსეთის დელეგაციას. რუსეთს ხმის უფლება მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა.

კომენტარები