ფოკუსი

27იანვარი,2015

- ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი ღირს - ეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსია და ის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის აპრილის შემდეგ. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ლარის კურსი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრა - იმართება შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრება.

- დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეო გაავრცელა, სადაც მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებით დახმარებით ზეწოლას ახდენს პატრულის თანამშრომლებზე. ქალბატონმა მას შემდეგ რაც პატრულმა ის საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა სავარაუდოდ საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს დაურეკა. საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით პატრულის თანამშრომელი, რომელსაც ქალის დაჯარიმება, უნდოდა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

- იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო ხელისუფლება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიცია საუბრობდა, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ რუსეთის ყველა მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა. ოპოზიციაში შიშობენ, რომ ქართული საავიაცო სივრცეს ევროპული ავიაკომპანიების ნაცვლად ის რუსული კომპანიები აითვისებენ, რომელთაც ფრენები ოკუპირებულ რეგიონში აქვთ.

- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში შექმნილ საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც გახმაურებულ საქმეებს გამოიძიებს. ოპოზიციას არ ეთანხმება უმრავლესობა - ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. კრიმინოგენული ვითარების გარდა დღეს პარლამენტშ იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეების შესახებაც იმსჯელეს.

- სახალხო დამცველის ინფორმაციით, ერთერთი პატიმარი ამბობს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ მას ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მოკვლას ავალებდნენ. ომბუდსმენის თქმით, პატიმარი ხელს ირაკლი ფირცხალავას და სხვა მაღალჩინოსნებს ადებს და ის მზად არის, ამის შესახებ ჩვენება მისცეს. თავად ირაკლი ფირცხალავა ბრალდებებს უარყოფს.

- უკრაინაში კრიზისი გრძელდება - უკრაინელმა სამხედროებმა პრორუსი სეპარატისტებისა და რუსი ინტერვენტების სამხედრო ავიაცია გაანადგურეს. ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნები კი კიდევ ერთხელ გმობენ რუსეთის ქმედებებს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედება განიხილონ. უკრაინის კრიზისი კიდევ ერთხელ გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრების მიზეზი.

კომენტარები