- ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი დღეიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება - ვახტანგ გომელაური ჭიკაიძის პირველი მიადგილე იყო, მისი გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა. ფიზიკური აღზრისა და სპორტის აკადემიის კურსდამთავრებული ვახტანგ გომელაური პირადად ხელმძღვანელობდა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა დაცვას თუმცა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ არასწორად დაგეგმილი ოპერაციის გამო აკრიტიკებდნენ.
როგორი მინისტრი იქნება ვახტან გომელაური უცნობია თუმცა ქართული ოცნების კოალიციაში ტრადიციულად ოპტიმიზმით უყურებენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას.
- ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში 1.99 შეადგინა - ეს გასული ათი წლის მინიმალური ფასია. მიუხედავად ამისა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის დასტაბილურებაზე საუბრობს.
- პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს განაგრძობს. ამჯერად გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა, გარდა ამისა პირისპირ შეხვედრა შედგა პრეზიდენტსა და უზენაესი სასამრთლოს მოქმედ თავმჯდომარეს შორის. პრეზიდენტ მარგველაშვილთან დღეს, უკვე მეორედ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძეც იმყოფებოდა.
- კვლავ მძიმეა მდგომარეობა უკრაინაში - პრორუსი ტერორისტები ქალაქ დებალცევოს ალყაში მოქცევას ცდილობენ, მათი არტილერია ქალაქს მუდმივად ბომბავს. მარიუპოლში დაბომბვისას დაღუპულთა გლოვის დღეები 27 იანვრამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირი კი უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავს, ეს სავარაუდოდ სამ დღეში მოხდება.
- საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და წინასწარი შედეგებიც ცნობილია - არჩევნებში მემარცხენე რადიკალურმა პარტია სირიზამ გაიმარჯვა. მემარცხენე პარტიის გამარჯვებას ევროს დაცემა მოჰყვა. სირიზა ამომრჩეველს სოციალური ხარჯების გაზრდას პირდებოდა.




