ლარის კურსი

ნოდარ ხადური: ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რათა ეს რყევები დასრულდეს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რათა ეს რყევები დასრულდეს. ნოდარ ხადურის თქმით ლარის კურსის გაუარესება მსოფლიოში დოლარის გამყარებას უკავშირდება.

ხადურის შეფასებით ლარი ერთადერთი ვალუტა არ არის, რომელიც უფასურდება, მისი თქმით დღეისათვის ევრო დოლართან მიმარტებით 11 წლის მინიმუმზე არის დასული. 

ნოდარ ხადური იმედს გამოთქვამს, რომ ეს რყევები მალე დასრულდება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ლარის გაუფასუირება ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ გამოიწვია.

გასული წლის დეკემბერში მთავრობამ სრულად აითვისა 1,25 მილიარდი ლარი, რამაც მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა გაზარდა, რაც ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს.

კომენტარები