ზურაბ ჟვანიას საქმე

ხარშილაძე: ჟვანიამ ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მიიღო

electionsmeter.com

"ზურაბ ჟვანიამ ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მიიღო", - ამის შესახებ ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის სასამართლო პროცესზე ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსმა განაცხადა. კობა ხარშილაძის თქმით, ბინაში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ, არაორდინარული სიტუაცია იყო და ამის გამოსასწორებლად გადაწყვიტა, უსუპოვი შემთხვევის ადგილიდან მოეშორებინა. 

"უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო. იყო არაორდინალური სიტუაცია. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გაძვრა და შარვალიც, სავარაუდოდ, ამ დროს დაესვარა", - ამბობს კობა ხარშილაძე და აღნიშნავს, რომ მან პირველად გიორგი ბარამიძეს დაურეკა და ამბავი შეატყობინა. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის კიდევ ორი მოწმე დაკითხეს. გამოძიება ექსპერტ ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ის გასული წლის 20 მარტს დააკავეს და ნოემბერში 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები