იემენი

ამბოხებულების ზეწოლით იემენის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განაცხადა

nytimes.com

იემენის პარლამენტმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის თხოვნა გადადგომის შესახებ და 23 იანვარს საგანგებო სხდიომაძე შეიკრიბება, ამის შესახებ BBC იუწყება. მანამდე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, თუმცა, ოფიციალური წყაროებით, მათი დადასტურება ვერ ხერხდებოდა. მანამდე თანამდებობიდან ქვეყნის პრემიერი ჰალედ ბაჰა გადადგა.

ამას წინ უღოდა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შიიტ ამბოხებულებს შორის, რომლებმაც 20 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომლის შედეგად შიიტები სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას შეძლებენ. ამის შემდეგ ამბოხებულებმა პრეზიდენტის სასახლის დატოვების პირობა დადეს.

კომენტარები