- იური ვაზაგაშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს მისი ვაჟის სახელობის დარბაზში. ოჯახის ახლობლები გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას.
- იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. უსუფაშვილმა ამ საქმის უსწრაფესი გახსნის, ასევე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
- იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.
- იმ შემთხვევაში, თუ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოს მთვარი პროკურატურა ყველაფერს სამართლებრივ ღონისძიებას გამოიყენებს, რათა ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს - ამ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
- პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს განაგრძობს - მასთან საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე ისაუბრებს. ამ საკითხზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზეც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული კანდიდატები არ განიხილებიან.
- დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. რიგით 45-ე სესიას ქართული დელეგაცია პრემიერს ხელმძღვანელობით ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს 6 შეხვედრას გამართავს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ჰოლანდიური საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს.
- ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის კერძო მიღებასა დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც მომავალი წლის ეკონომიკის პრიორიტეტებს განიხილავენ.
ფოკუსი




