კრიზისი უკრაინაში

პრორუსი ბოევიკები მარიუპოლთან მიახლოებას ცდილობენ

BBC.COM

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. პრორუსმა ბოევიკებმა ქალაქ მარიუპოლის მისადგომებთან უკრაინელების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. უმაღლესი რადას დეპუტატის დმიტრი ტიმჩუკის განაცხადებით, შეტევა მარიუპოლის მიმართულებით რუსული დანაყოფების გადაჯგუფების დაფარვის მიზნით განხორციელდა. მისივე განმარტებით, მოწინააღმდეგის მოწინავე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერებულია როგორც ადამიანური რესურსით, ასევე საბრძოლო ტექნიკით.

პარალელურად საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა დონეცკის აეროპორტშიც. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ბოევიკები უკრაინის პოზიციებს სხვადასხვა ტექნიკით უტევდნენ. 29-ე და 31-ე ბლოკპოსტებზე უკრაინელებმა პრორუსი სეპარატისტების შეტევის შეჩერება შეძლეს.

კომენტარები