თბილისის მერია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, საერთო გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახური ცენტრალიზებული გახდა და შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა. 

"მიმდინარეობს გადაბარების პროცედურები საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მათ გამოეყოთ ცხოველების მართვის სამსახური და ის ცალკე ჩამოყალიბდა. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცებული. ჩვენთან რჩება ეს სამსახური და ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა", - განაცხადა ნარმანიამ. 

კომენტარები