იური ვაზაგაშვილის საქმე

წულუკიანი ვაზაგაშვილზე: ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ პასუხს

ბატონი იური ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროს, იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი, მრჩეველი, მებრძოლი და მედგარი ადამიანი. მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს. რაც შეეხება ჩემი მხრიდან, ამავე ადამიანებს მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე მივა დიახ, ბოლომდე. დიახ, იუსტიციის სახლის წინ მემორიალი იქნება იქ, სადაც დგას. და როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა პროკურატურა ამაზე თავად ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი შეაფასა. გარდაცვლილის ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები