უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი - დონეცკის აეროპორთთან ბრძოლებში გმირულად დაიღუპა ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. შეტაკებებისას კიდევ 3 ქართველი დაშავდა. სუხიაშვილი უკრაინის ანიტერორისტულ ოპერაციაში დაღუპული მეორე ქართველია. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ სამშობლოში დაღუპულ ჯარისკაცს.
- რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი ერევნის ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვრის ღამეს ქალაქში მცხოვრები ოჯახის 6 წევრი მოკლა, 6 თვის ბავშვს კი გულის არეში დანით 6 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ჩვილი საავადმყოფოში უმძიმეს ვითარებაში გადაიყვანეს.
- შუღლის გაღვივება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს - ყოველ შემთხვევაში, ამას ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები და მსგავსი იდეები აქვს საპატრიარქოსაც, სადაც ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შეიზღუდვისკენ მოუწოდებენ.
- ახალი ვალდებულებები და შეზღუდვები მასწავლებლებს - განათლების მინისტრის ბრძანებით პედაგოგები სკოლის გარეთ ჩადენილი დისციპლინარული გადაცდომებისთვის დაისჯებიან.
- საქართველოს პრეზიდენტმა ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, „სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. ხვალ კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
- კვლავ დაძაბულობაა უკრაინაში - დონეცკის აეროპორტის გარშემო აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. კიევი მოსკოვს სთავაზობს, ხელი მოაწეროს მინსკის შეთანხმების ამოქმედების გრაფიკს და ცეცხლი დღეიდან შეწყდეს.უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს დღეს ბრიუსელშიც, სადაც ავროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა.




