ვასაძის ინტერვიუ სრულად არ მაქვს წაკითხული. მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე. რაც ვნახე, ის ნაწყვეტები იყო გაჯერებული თავიდან ბოლომდე რუსული სპეცსამსახურის მესიჯებით, რომლითაც ისინი მუშაობენ საქართველოში... ისინი და მათი ადგილობრივი წარმომადგენლები.. ეს ეხება როგორც იმას, რომ უნდა მოხდეს გარკვეული კონტროლის დაწესება მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. მათ შორის, განცხადებები უმცირესობებთან მიმართებით, სხვადასხვა ტიპის რაღაც შეურაცხყოფაზე, რელიგიურ გრძნობებზე და ა.შ.. ეს ყველაფერი არის გზავნილები, რომლებიც მოდის რუსეთიდან, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა შეცვალოს და მაქსიმალურად დააშოროს ევროპას.
tbl.ge/mtf
დაკოპირდა

განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძის დღევანდელი ინტერვიუს შეფასებისას.
ამავე თემაზე
- UK-ს სანქციების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები დაგვიბლოკეს - ვასაძე
- ლევან ვასაძის წიგნი "უძლურის დღიური" რუსული წიგნის ბაზრობის რჩეულებს შორის მოხვდა
- ვასაძე: დამიდგინდა მძიმე დაავადება – გამოიწვია თუ არა სამხედრო ტექნოლოგიამ, ვერ გავარკვევ
- ვასაძე: ახალგაზრდებს ჩვენით აშინებენ ისინი, ვისაც საერთოდ მათი მოტაცება უნდათ
- ვასაძე პრეზიდენტს: სანამ კიდევ რაიმე უბედურებას დაგმართებენ, ხომ არ ჯობს, გადადგეთ?!




