საქართველო-უკრაინა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს კიევში მიემგზავრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს კიევში მიემგზავრება. დეპუტატები კონსულტაციებს ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან გამართავენ.

ვიზიტი ორდღიანია და ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა, საუბარი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც. ცნობილია, რომ დელეგაციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც იქნებიან.

კომენტარები