- ტერორიზმი ევროპაში : საფრანგეთში კიდევ ერთმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ინციდენტი პარიზის ჩრდილო დასვლეთ გარეუბანში მოხდა. უცნობმა პირმა ორიდან ხუთ ადამიანამდე მძევლად ფოსტის განყოფილებაში აიყვანა. შენობის გარშემო პოლიცია არის მობილიზებული, გამტაცებლის მოთხოვნები უცნობია. მოგვიანებით
თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცველების ცნობით, მძევლები უვნებლად გათავისუფლდნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა წინა დღეების ტერაქტებს არ უკავშირდება.
- ლარი: დღეისათვის ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარი 1,93 ლარი ღირს, რაც გასული ათი წლის მანძილზე ლარის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გაცვლით კურსს წარმოადგენს. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა ისაუბრა, მისი თქმით 2014 წლის დეკემბრის თვეში მთავრობამ სრულად აითვისა 1.3 მილიარდი ლარი, რითიც ბიუჯეტი შეასრულა, თუმცა ყავლაშვილის განმარტებით ეს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ იყო და ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო მიზეზებს უკავშირდება.
- ავიაკომპანიები:
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მთავრობამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ რუსეთის ყველა მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური მიმოწერა გაასაჯაროვა. მისი მტკიცებით, პირობები, რომლებსაც ქართული მხარე დათანხმდა, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ჯაფარიძის განმარტებით, გასული წლის სექტემბერში გამოგზავნილი ნოტით, რუსეთი 12 კომპანიის დაშვებას მოითხოვდა, მათ შორისაა სახელმწიფოსა და პირადად პუტინის მფლობელობის ქვეშ არსებული კომპანიები.