ტრეფიკინგი

ტრეფიკინის ბრალდებით ტაჯიკეთის მოქალაქეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზარინა ასაროვას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ზ. ასაროვას ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.რ-ს მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანით ტრეფიკინგის განხორციელება. ასაროვამ ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ჩამოიყვანა და შეიფარა ბ.რ., რომელსაც ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ექსპლუატაციას.

2015 წლის 16 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ ზ. ასაროვა. ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები