ინციდენტი პარიზში

პირი, რომელმაც პარიზში მძევლები აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

Reuters

შეიარაღებული პირი, რომელსაც პარიზის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბან კოლომბში, ფოსტის შენობაში ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცველების ცნობით, მძევლები უვნებლად გათავისუფლდნენ. 

პოლიციის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა ტერორიზმთან კავშირში არ არის და შეიარაღებული პირი ფოსტის შენობაში დაყაჩაღების მიზნით იყო შესული.

კომენტარები