თავისუფალი დემოკრატები

მაჭავარიანი: პოსტებისთვის ბრძოლაზე საინტერესო რეალი-ატლეტიკოს მატჩის შედეგია

გუშინდელი რეალი-ატლეტიკოს თამაში უფრო მეტად მაინტერესებს როგორ დამთავრდა, ვიდრე ეს თანამდებობებისთვის ბრძოლა როგორ დამთავრდება საქართველოს პარლამენტის უმრავლეოსობაში. ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიცია, როგორც ეს აჩვენა ბოლო ორმა არჩევანმა, ვართ ჩვენ (ენმ) და ნამდვილად არ გამიგია მე არავისგან, მიუხედავად დაპირებებისა, რომ ოპოზიცია მიიღებს კომიტეტებს, ადამიანის უფლებათა კომიტეტებს, ამას და იმას, ნუ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი როცა ხდება ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე, უინტერესო ხდება ყველაფერი

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ საგაზაფხულო სესიისთვის საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და მის ვარაუდს, რომ ეს ცვლილებები ოპოზიციურ პარტია თავისუფალ დემოკრატებსაც შეიძლება შეეხოს.

კომენტარები