საქართველოს პარლამენტი

ჯაფარიძე: თავისუფალ დემოკრატებს საპარლამენტო თანამდებობები არ უნდა ეკავოთ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, "სიტუაცია, რომელიც ახლაა შექმნილი პარლამენტში, როდესაც თავისუფალ დემოკრატებს ჰყავთ ერთი ვიცე სპიკერი და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, არის სრულიად გაუგებარი". მისი აზრით, თუ თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში არიან, მათ კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები არ უნდა ეკავოთ.

"პარლამენტის რეგლამენტიც, რამდენადაც ვიცი, არ ითვალისწინებს ასეთი ტიპის თანამდებობებს ისეთი პატარა ოპოზიციური ჯგუფისთვის, როგორიც არიან თავისუფალი დემოკრატები საქართველოს პარლამენტში. აქამდეც რატომ იყვნენ, ჩემთვის გაუგებარია. თუ ეს ცვლილებები მოხდება, ეს იქნება ბუნებრივი ცვლილებები" - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში". უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს განცხადება შესაძლოა, თავისუფალი დემოკრატების საპარლამენტო თანამდებობებიდან გადაყენებას ეხებოდეს.

კომენტარები