ფოკუსი

15 იანვარი,2015

- როზნეფტი : ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების შესყიდვის იურიდიულ მხარეს სამი უწყება - ეკონომიკის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები შეისწავლიან. დამატებით დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ ტრანზაქცია საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებლად განხორციელდა.

- უკრაინა: პრორუსი სეპარატისტები კვლავ დონეცკის აეროპორტს უტევენ. ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობის ინფორმაციით, სეპარატისტები ავტომატურ იარაღს, ასევე ტანკებს და რეაქტიულ არტილერიას იყენებენ. რუსული მედიამ და ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებენ, რომ აეროპორტის ტერიტორია თითქმის მთლიანად აიღეს. თუმცა, უკრაინული სარდლობის განცხადებთ, უკრაინელი მებრძოლები ბრძოლას აგრძელებენ და აეროპორტის დატოვებას არ აპირებენ. სეპარატისტებმა კი დიდი დანაკარგები განიცადეს. ეუთოს მისიამ, რომელსაც დონეცკის აეროპორტი უნდა დაეთვალიერებინა, დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო.

- მარგველას სამძიმარი: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა გამო უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.პრეზიდენტმა თანადგომა გამოუცხადა უკრაინის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ უკრაინელ ხალხს. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. თამარ ბერუჩაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რათა დროულად დარეგულირდეს უკრაინის კრიზისი.

კომენტარები