- შშს-ს ინიციატივა : იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა და მოწოდება დასჯადი გახდება.
ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და სისხლის სამართლის კოდექსში ტერორიზმის თავისთვის 323-ე პრიმა მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ან მოწოდების შემთხვევაში 2 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ინიციატივა იუსტიციის მინისტრმა გუშინ გაახნოვანა.
- უკრაინა : უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან პრორუსი სეპარატისტების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაღუპულ ავტობუსის მგზავრთა რაოდენობამ 12 ადამიანს მიაღწია. ორი მძიმედ დაშავებული წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულ დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე. გუშინ ტერორისტებმა ცეცხლი გრადის დანადგარიდან უკრაინულ საგუშაგოს გაუხსნეს, სადაც იმ დროს ავტობუსი იმყოფებოდა.
- ტექნოლოგოიური : ფონდი ქართუ თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს, რომელიც პრემიერ ღარიბაშვლის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ პროექტთან შედარებით 20-ჯერ უკეთესი იქნება. ფონდი ქართუს მიერ ახალი პროექტის დაანონსების პარალელურად, აუქციონზეა გაიტანილი ბათუმი თაუერის შენობა, სადაც წინა ხელისუფლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს ავითარებდა.




