ფოკუსი

13 იანვარი, 2015

- თავისუფალი თაობისა და ლადო სადღობელაშვილის მორიგი აქცია ამჯერად თავისუფალ ზონასთან - ეს ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ აქციის გამართვას იდენტობასთან გეგმავდა, თუმცა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ გადაიფიქრა. თავისუფალი თაობის წევრებმა ამჯერად კვერცხი თავისუფალი ზონის ოფისს დაუშინეს. დაკავებულია მათი რამდენიმე წევრი.
- ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა - პრემიერმა ღარიბაშვილმა ესტონელი კოლეგა ტაავი რიივასი თავად გააცილა. მანამდე რიივასმა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან შეხვედრები გამართა.
- ესტონეთის პრემიერის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოსა და ესტონეთის ბიზნესფორუმიც გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის კერძო და სახელმწიფო კომპანიები. ესტონელი კოლეგის გარდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
- ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში, მარგველაშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი კი ამიერიდან ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება.
- 31 წლის ქალი, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია პოლიციის არასაკმარის რეაგირებაზე საუბრობს. ტაბულასთან საუბარში ნინო აღნიშნავს, რომ მასზე ძალადობა ქმრის სიმთვრალეს მოჰყვება.
თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პოლიციელების მხრიდან მსგავსი პრობლემის წაყრუებას სამინისტრო არ მოითმენს.
- ნავთობის ფასი დაცემას განაგრძობს. ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 7 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელში 46 დოლარი შეადგინა. ამერიკული დაბლ იუ თი აი მარის ნავთობის ფასი კი 44 დოლარამდე დაეცა. ბოლოს შავი ოქროს ფასი ამ ნიშნულამდე მხოლოდ 2008 წლის კრიზისის დროს ჩამოდიოდა.

კომენტარები