კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: ის, რაც ვოლნოვახში მოხდა, პარიზის ტერაქტისგან არაფრით განსხვავდება

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ვოლნოვახსა და პარიზში მომხდარ ტერაქტებს შორის განსხვავება არ არსებობს. მისივე თქმით, ის სამხედრო მობილიზაციის ახალ ტალღას მოაწერს ხელს და პრორუსი ბოევიკების მიერ კონტროლირებად რაიონებში გადასვლა გამკაცრდება.

"ვოლნოვახში მომხდარი საშინელი ტრაგედია იმ მოვლენებს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენი დროის სტანდარტებითაც თავისი სისასტიკით გამოირჩევა, რომლისგანაც სული გეყინება. ტერორისტებმა მიზანმიმართულად მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის 14 წლის გოგონაც. ჩვენს სამხედრიებს ღირსეული პასუხის გაცემა შეუძლია და ეს თავის თავზე გამოსცადა ყველამ, ვინც დღეს დონეცკის აეროპორტს უტევდა. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ აქტიური სამხედრო მოქმედებები, ჩვენ ძალების მოკრება შევძელით. ყოველკვირეულად ვაწვდით სამხედროებს იარაღს და ახალ, ასევე გარემონტებულ ტექნიკას"- განაცხადა პოროშენკომ.


სახალხლო მიმართვაში პოროშენკომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა ევროკავშირი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს 13 იანვარს პრორუსმა ბოევიკებმა ვოლნოვახში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებზე იერიში მიიტანეს, რის დროსაც ცეცხლის ქვეშ სამგზავრო ავტობუსი მოყვა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაიჭრა.

კომენტარები