საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა

შსს

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გამავალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს “რუსთაველის” და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით. (ავტობუსი №59, №91; მიკროავტობუსი №35, №126).

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბროსეს, ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით (მიკროავტობუსი №31, №145). ხოლო ყველა ის მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით თაბუკაშვილისა და ბროსეს ქუჩების გავლით, ამ ეტაპზე მარჯვენა სანაპიროთი გააგრძელებენ მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმართულებით. (მიკროავტობუსი №40, №68, №85, №200)

რაც შეეხება №33 ავტობუსის მარშრუტს, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე.

ყოფილ ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი გუშინ დილით ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები