გარემოს დაბინძურება

შსს: პირი, რომელიც მანქანიდან ნარჩენებს გადაყრის, 120 ლარით დაჯარიმდება

2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი სახელწოდებით - ნარჩენების მართვის კოდექსი. კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. 

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენს - სიგარეტის ნამწვს, კვების პროდუქტის ნარჩენებს და სხვ. საპატრულო პოლიცია იქნება ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომელიც მართავს ავტომანქანას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი, ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი.

საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს რეაგირებას, როცა მოქალაქე გადაყრის ნარჩენებს არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.

კომენტარები